Saturday, July 7, 2018

სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალებაა, სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის, ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი. ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების, სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია. იგი მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟებას, საერთო ფიზიკურ განვითარებასთან ერთად შეჯიბრებებში მაღალი შედეგების მიღწევას, გამარჯვებას და უბრალოდ სიამოვნების მიღებას. სპორტული ცხოვრება, რომ აუცილებელი და საჭიროა მოზარდის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის ეს უდაოა. მაგრამ საინტერესოა ამ კუთხით რა ხდება ჩვენს რაიონებში, ვინ ზრუნავს და როგორ, მომავალი თაობის სიჯანსაღეზე.ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე. ი. ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივუიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ – ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია: მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება; მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება; მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება; მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.ძვირფასო მეგობრებო ! გაუფრთხილდით უძვირფასეს კაპიტალს – თქვენს ჯანმრთელობას! ადრეული ასაკიდანვე იზრუნეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე! მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს! ხელი შეუწყვეთ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას! დაე, ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღი და სრულფასოვანი საზოგადოების შექმნისათვის ! ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.